უცხოური საწარმოს ფილიალი ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2016 13:05
მიღების თარიღი ივნისი 09, 2016
უცხოური საწარმოს ფილიალი ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალმა საქართველოში” (რეგისტრირებული საჯარო რეესტრის მიერ, ს.კ. №404466083) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/5091-16, 02.06.16) წალკის, ახალციხისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მეტრულ დიაპაზონში ოთხი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია სამხრეთ კავკასიის მილსადენის მომსახურებისას თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ უცხოური საწარმოს ფილიალის ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალის საქართველოში” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალს ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალს საქართველოში” წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (2000 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- მიეცეს უცხოური საწარმოს ფილიალს ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალს საქართველოში” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1334 ნებართვა და მიენიჭოს 150.175 მჰც, 150.350 მჰც, 155.425 მჰც და 155.900 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) წალკის, ახალციხისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
- უცხოური საწარმოს ფილიალი ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალის საქართველოში” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
- აღირიცხოს უცხოური საწარმოს ფილიალი ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალისთვის საქართველოში” ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
- წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით, დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს მონიტორინგის განხორციელება;
- დაევალოს უცხოური საწარმოს ფილიალს ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალს საქართველოში” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
- საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში უცხოური საწარმოს ფილიალი ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალისთვის საქართველოში” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
- დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) უცხოური საწარმოს ფილიალი ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალისთვის საქართველოში” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უცხოური საწარმოს ფილიალი ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალისთვის საქართველოში” ჩაბარებისთანავე.
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე