წვდომის მენიუ

მარნეულის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2016 წლის 5 მაისის N293/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 358 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 12:26

მიღების თარიღი ივნისი 09, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2016 წლის 5 მაისის N293/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 5 მაისის N293/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი მარნეულის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. მარნეული, სიხშირე (მჰც) – 96,9; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 100 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: 41°29'30.75"N 44°47'17.85"E; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 20 მეტრი; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - 6.

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ  ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირმა ხალხის ხმამ”.

კომისიის 2016 წლის 5 მაისის N293/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2016 წლის 9 ივნისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” გამგეობის თავმჯდომარე კამილა მამედოვა.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში მაუწყებლობის ენებად მითითებული იყო ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, რუსული, სვანური და მეგრული. იმის გამო, რომ სვანური და მეგრული არ წარმოადგენს სახელმწიფო ენებს  კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მაუწყებლობის ენების დაზუსტება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” გამგეობის თავმჯდომარეს კამილა მამედოვას განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. კამილა მამედოვამ საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელს და მის ბენეფიციარ მესაკუთრეს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნით ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” გამგეობის წევრების კამილა მამედოვას (პ/ნ 28001022406), ოლღა ენდელაძეს (პ/ნ 28001061485) და ემინ ახმედოვის (პ/ნ 28001003740) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე  www.declaration.gov.ge, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ  გადამოწმდა ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” გამგეობის წევრების კამილა მამედოვას (პ/ნ 28001022406), ოლღა ენდელაძეს (პ/ნ 28001061485) და ემინ ახმედოვის (პ/ნ 28001003740) აფილირება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად აფილირება  მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან არ დადგინდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” არ ფლობს ლიცენზიას ან ავტორიზაციას მაუწყებლობის სფეროში. შესაბამისად ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2016 წლის 5 მაისის N293/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უზრუნველყოს ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმამ” 2016 წლის 16 ივნისის 19:00 საათამდე კომისიის 2016 წლის 5 მაისის N293/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის მაუწყებლობის ენების დაზუსტება;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                       გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                       მერაბ ქათამაძე

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები