შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2015 18:49
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2015
შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/5728-15 11.08.2015.) მიმართეს შპს „მაგთიკომმა“ და შპს „კავკასუს ონლაინმა“, შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების (კერძოდ, ყველა ის აქტივი, რაც საჭიროა და რასაც შპს „კავკასუს ონლაინი“ იყენებს სამაუწყებლო სატრანზიტო (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების საკუთარი ბოლო მომხმარებლისათვის მისაწოდებლად) შეძენაზე წინასწარი თანხმობის მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შერწყმის ან შეძენის გამოკვლევა აუცილებელია შემდეგი გარემოებების არსებობისას:
ა) თუ შერწყმის ან შეძენის შემდეგ საცალო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბდება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტების სტრუქტურები, რომლებიც ურთიერთკონტროლის განხორციელების საშუალებით შეძლებენ ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვებას, შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას;
ბ) თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას როგორც საცალო ბაზრის, ისე მასთან
მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე;
გ) თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ინიციატორი ეკონომიკური აგენტი ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას საცალო (საბითუმო) მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და სავარაუდო შერწყმა ხდება იმ ეკონომიკურ აგენტთან ან მნიშვნელოვანი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენა ხდება იმ ეკონომიკური აგენტისგან, რომელიც აღმავალი (დამავალი) მიმართულებით მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო (საცალო) ბაზრის სეგმენტზე ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მაგთიკომი“ 2005 წლის 20 ივლისიდან წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
A.F.3. |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
A.F.5. |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
A.F.6. |
საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა |
|
|
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
A.M.1. |
ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
GSM; |
|
|
WCDMA; |
|
|
CDMA. |
|
A.S.1. |
თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
B.F.1. |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
|
|
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|
|
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|
|
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|
|
ტექსტური შეტყობინების მომსახურება. |
|
B.F.2. |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); |
|
|
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; |
|
|
WiMax; |
|
|
WiFi; |
|
|
CDMA; |
|
|
3G. |
|
B.F.4. |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
|
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; |
|
|
რადიომაუწყებლობის ტრანზიტი. |
|
B.M.1. |
მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|
|
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|
|
როუმინგული კავშირით მომსახურება. |
|
B.M.2. |
მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა |
|
|
ტექსტური შეტყობინების მომსახურება; |
|
|
მულტიმედიური მომსახურება; |
|
|
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა); |
|
|
მოძრავი ინტერნეტ მომსახურება; |
|
|
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; |
|
|
სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება. |
|
B.S.1 |
მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
B.S.2 |
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით |
|
|
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით |
|
B.S.3 |
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება |
|
|
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება |
|
B.S.4 |
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება |
|
|
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება |
|
B.S.5 |
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება |
|
|
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება |
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “კავკასუს ონლაინი“ 2005 წლის 29 სექტემბრიდან წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
A.F.4 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
A.F.5 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
A.F.6 |
საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა |
|
|
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
A.F.7 |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა |
|
|
ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
A.S.1 |
თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
|
|
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|
|
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|
|
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება. |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); |
|
|
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); |
|
|
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; |
|
|
WiFi; |
|
|
სხვა. |
|
B.F.3 |
მონაცემთა გადაცემა |
|
|
მონაცემთა გადაცემა |
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
|
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; |
|
|
რადიომაუწყებლობის ტრანზიტი. |
|
B.S.2 |
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით |
|
|
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით. |
|
B.S.3 |
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება |
|
|
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება. |
|
B.F.6 |
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand) |
|
|
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand). |
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“, წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს:
- ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე (კომისიის №57/9 29.01.2015 გადაწყვეტილება);
- სადენიანი ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე (კომისიის №610/9 13.11.2009 გადაწყვეტილება).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს:
-მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე (კომისიის №572/19 9.10.2014 გადაწყვეტილება);
- ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე (კომისიის №26/9 25.01.2011 გადაწყვეტილება);
- ფიქსირებულ უსადენო საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება დასრულების) საბითუმო ბაზრის სეგმენტზე (კომისიის №428/9 17.09.2010 გადაწყვეტილება).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის განზრახვიდან გამომდინარე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კვლევის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კვლევისათვის გათვალისწინებულ იქნას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური სამ თვიანი ვადა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის განზრახვიდან გამომდინარე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით;
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს სამ თვიანი ვადა;
3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 5 ნოემბერს 16.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოტანისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
