წვდომის მენიუ

შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ 100% წილის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 13 / 5

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2014

მიღების თარიღი იანვარი 15, 2014

 

შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ 100% წილის  სს “სილქნეტის“   მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2013 წლის 17 დეკემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს სს “სილქნეტმა“ და შპს “ვაიმაქს ჯორჯიამ“ (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/7116-13. 17.12.2013), შპს “ტექნონეტის“ მფლობელობაში არსებული შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ 49% წილის და ფიზიკურ პირ ვასილ კობაიძის მფლობელობაში არსებული  “ვაიმაქს ჯორჯიას“ 51% წილის, ანუ სულ შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ 100% წილის  სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

    “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგ ლიცენზიებს:

1.რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F64, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2350 მჰც-დან - 2400 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული  რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად“.

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F66, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350 მჰც ÷ 2382 მჰც  სიხშირულ დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის  ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  05.05.2016-მდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს 2350 მჰც ÷ 2382 მჰც  რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად“.

3.რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F68, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

“ა) რადიოსიხშირული სპექტრი:  2350მჰც-დან  2382 მჰც-მდე სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2007 წლის 18 იანვრიდან  2017 წლის 18 იანვრამდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს 2350 მჰც-დან  2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად“.

შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე მართლზომიერად ფლობს №N137 ლიცენზიით გაცემულ ნუმერაციის რესურსს: 1-0-7-5 (ერთი-ნული-შვიდი-ხუთი) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად.

სს “სილქნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.5

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.6

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული  საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.M.1

ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

CDMA.

A.S.1

თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up);

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

CDMA.

B.F.3

მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა.

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

B.M.1

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

B.M.2

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა);

მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

B.S.2

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

B.S.3

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

B.F.6

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand).

კომისია აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე, მართლზომიერად ფლობს ნუმერაციის რესურსს, რომლებიც გაცემულია შემდეგი ლიცენზიების საფუძველზე:

№N2 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N20 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N37 (გაცემის თარიღი 09.11.2011), №N51 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N89 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N90 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N92 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N93(გაცემის თარიღი 12.03.2010), №N94 (გაცემის თარიღი 23.02.2007), №N105(გაცემის თარიღი 12.03.2010), № N122 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N136 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N139 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N140 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N166 (გაცემის თარიღი 21.01.2011),

ამასთან ერთად, სს “სილქნეტი“ ფლობს გადაწყვეტილებით მინიჭებულ ნუმერაციის რესურსს, კომისიის შემდეგი გადაწყვეტილებების თანახმად: №436/19 22.06.2012; №664/15 25.11.2011; №665/15 25.11.2011; №639/19 18.11.2011; №275/15 06.04.2012.

კომისია აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგ ნებართვებს: №N14 (გაცემის თარიღი 27.04.2012), №N17 (გაცემის თარიღი 11.05.2012), №N22 (გაცემის თარიღი 25.05.2012), №N23 (გაცემის თარიღი 25.05.2012), №N28 (გაცემის თარიღი 29.06.2012), №N29 (გაცემის თარიღი 29.06.2012), №N36 (გაცემის თარიღი 06.07.2012), №N50 (გაცემის თარიღი 03.08.2012), №N52 (გაცემის თარიღი 03.08.2012), №N53 (გაცემის თარიღი 03.08.2012), №N71 (გაცემის თარიღი 14.09.2012), №N72 (გაცემის თარიღი 14.09.2012), №N84 (გაცემის თარიღი 12.10.2012), №N85 (გაცემის თარიღი 12.10.2012), №N86 (გაცემის თარიღი 16.11.2012), №N91 (გაცემის თარიღი 22.11.2012), №N106 (გაცემის თარიღი 08.02.2013), № N121 (გაცემის თარიღი 22.03.2013), №N122 (გაცემის თარიღი 22.03.2013), №N127 (გაცემის თარიღი 12.04.2013), №N133 (გაცემის თარიღი 14.06.2013), №N137 (გაცემის თარიღი 28.06.2013), №N145 (გაცემის თარიღი 23.09.2013), №N165 (გაცემის თარიღი 04.10.2013), №N166 (გაცემის თარიღი 04.10.2013), №N173 (გაცემის თარიღი 29.11.2013).

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F28 ლიცენზიას, მინიჭებული რადიოსიხშირეების  საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის.

ამასთან ერთად, სს “სილქნეტი“ ფლობს F11 ლიცენზიას, რომელიც კომისიის 2013 წლის 9 სექტემბრის №553/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს “გაერთიანებული ტელეკომისაგან“ გადაეცა დროებით სარგებლობაში, 2016 წლის 23 ივლისამდე.  F11 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირეები “რადიოსიხშირული განაწილების ეროვნული გეგმის“ მიხედვით გამოიყენება სისტემა კოდური დაყოფით  და მრავალჯერადი დაშვებით CDMA-850 ტექნოლოგიისათვის.  

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ და სს “სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა:

- შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ და სს “სილქნეტის“ ერთობლივი განცხადება   შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ 100% წილის  სს “სილქნეტის“   მიერ შეძენაზე  თანხმობის მიღების მოთხოვნით;

- ინფორმაცია  შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“  საქმიანობის შესახებ;

- ინფორმაცია  სს “სილქნეტის“ საქმიანობის შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“  პარტნიორების შესახებ;

- ინფორმაცია  სს “სილქნეტის“ პარტნიორების შესახებ;

- ინფორმაცია ფიქსირებული უსადენო ინტერნეტით მომსახურების ბაზარზე შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“  აბონენტთა ოდენობისა და შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია ფიქსირებული უსადენო ინტერნეტით მომსახურების ბაზარზე სს “სილქნეტის“  აბონენტთა ოდენობისა და შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“  ურთიერთდამოკიდებული/აფილირე-ბული პირების შესახებ;

- ინფორმაცია სს “სილქნეტის“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ.

შპს “ვაიმაქს ჯორჯიასა“ და სს “სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად:

- შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ პარტნიორები არიან შპს “ტექნონეტი“ (წილის 49%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი ვასილ კობაიძე (წილის 51%-ის მფლობელი). შპს “ტექნონეტის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ვასილ კობაიძე.

- სს “სილქნეტის“ აქციონერი და აქციების 100%-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი “Rhinestream Holdings Limited“-ი. “Rhinestream Holdings Limited“-ის პარტნიორები არიან: გიორგი რამიშვილი (წილის 61,9%-ის მფლობელი; ალექსი თოფურია (წილის 28,58%) და დავიდ ბორგერი (წილის 9,52%-ის) მფლობელი.

შპს “ვაიმაქს ჯორჯიასა“ და სს “სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ასევე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 6 იანვრის №10/23-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, სს “სილქნეტი“ წილის 100%-ს ფლობს შპს “ნოვუსში“; ხოლო რაც შეეხება შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“, სს “სილქნეტის“ დირექტორ ლევან ბუჩუკურს, სს სილქნეტის აქციონერ “Rhinestream Holdings Limited“-ს, ასევე “Rhinestream Holdings Limited“-ის პარტნიორებს გიორგი რამიშვილს, ალექსი თოფურიას და დავიდ ბორგერს, მათი აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ნოვუსი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 10 იანვრის №10/46-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “ნოვუსს“ 2013 წლის განმავლობაში შემოსავლები არ ჰქონია.

წარმოდგენილი ინფორმაციის, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემების, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 10 იანვრის №10/46-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ  შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ და სს “სილქნეტი“ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ერთდროულად ახორციელებენ ქალაქებში თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.

შპს “ვაიმაქს ჯორჯიასა“ და სს “სილქნეტის“ მიერ საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 2013 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მიღებული შემოსავლები შემდეგია:

ქალაქ თბილისში:  სს “სილქნეტი“ – 33,705,372 ლარი;  შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ – 356 ლარი;

ქალაქ ქუთაისში: სს “სილქნეტი“ – 1,859,798 ლარი;  შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ – 34 ლარი;

ქალაქ ბათუმში: სს “სილქნეტი“ – 5,023,094;  შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ – 17 ლარი.

შპს “ვაიმაქს ჯორჯიასა“ და სს “სილქნეტის“ ინტერნეტით მომსახურების აბონენტთა ოდენობა 2013 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით შემდეგია:

ქალაქ თბილისში:  სს “სილქნეტი“ – 108,858 აბონენტი;  შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ – 21 აბონენტი;

ქალაქ ქუთაისში: სს “სილქნეტი“ – 10,195 აბონენტი;  შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ – 2 აბონენტი;

ქალაქ ბათუმში: სს “სილქნეტი“ – 24,834 აბონენტი;  შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ – 1 აბონენტი.

შესაბამისად, საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 2013 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მიღებული შემოსავლების მიხედვით ხვედრითი წილები შემდეგია:

ქალაქ თბილისში:  სს “სილქნეტი“ – 40,18%;  შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ – 0,0004%;

ქალაქ ქუთაისში: სს “სილქნეტი“ – 37,8%;  შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ – 0,001%;

ქალაქ ბათუმში: სს “სილქნეტი“ – 72%;  შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ – 0,0002%.

ხოლო, ინტერნეტ მომსახურების აბონენტთა ოდენობის ხვედრითი წილები 2013 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით შემდეგია:

ქალაქ თბილისში:  სს “სილქნეტი“ – 39,1%;  შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ – 0,01%;

ქალაქ ქუთაისში: სს “სილქნეტი“ – 35%;  შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ – 0,01%;

ქალაქ ბათუმში: სს “სილქნეტი“ – 79,7%;  შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ – 0,003%.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 14 იანვრის №10/47-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ ფლობს F64, F66, F68 ლიცენზიებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონებში მოიცავენ სიხშირულ სპექტრებს 2350-2400 მჰც, 2350-2382 მჰც და 2350 – 2382 მჰც. “რადიოსიხშირული განაწილების ეროვნული გეგმის“ მიხედვით რადიოსიხშირული ზოლის კომისიის განსაზღვრული მონაკვეთი (2200-2400 მჰც) გამოიყენება წერილი - მრავალწერტილი ტენოლოგიისათვის და ამგვარად შეადგენს 200 მჰც-ს. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ლიცენზიებით შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ ფლობს რადიოსიხშირული ზოლის კომისიის განსაზღვრული მონაკვეთის 25%-ის ტოლ ან ნაკლებ სიხშირულ სპექტრებს.

სს “სილქნეტი“ ფლობს F28 ლიცენზიას, რომელიც დაკავშირებულია რადიოსიხშირული ხაზების სადგურების ფუნქციონირებასთან და მასში განსაზღვრულ სიხშირეებს შეხება არა აქვთ 2200-2400 მჰც სიხშირულ მონაკვეთთან.

ამასთან ერთად, სს “სილქნეტი“ ფლობს F11 ლიცენზიას, რომელიც კომისიის 2013 წლის 9 სექტემბრის №553/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს “გაერთიანებული ტელეკომისაგან“ გადაეცა დროებით სარგებლობაში, 2016 წლის 23 ივლისამდე.  F11 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირეები არ არის შეხებაში 2200-2400 მჰც სიხშირულ მონაკვეთთან და არც რადიოსიხშირული ხაზების სადგურების ფუნქციონირებასთან განკუთვნილ სიხშირეებთან, და მასში მოცემული 827.955 –831.645 მჰც და 872.955-876645 მჰც სიხშირული სპექტრები, თავის მხრივ ჯამურად წარმოადგენს 25%-ზე ნაკლებს კომისიის მიერ განსაზღვრული  რადიოსიხშირული ზოლის მონაკვეთისა (824.25-889.515 მჰც), რომელიც “რადიოსიხშირული განაწილების ეროვნული გეგმის“ მიხედვით გამოიყენება სისტემა კოდური დაყოფით  და მრავალჯერადი დაშვებით CDMA-850 ტექნოლოგიისათვის.   

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ 100% წილის  სს “სილქნეტის“   მიერ შეძენის შემთხვევაში,  ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად, შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ წილის  შეძენამ არ უნდა მოახდინოს სხვა კომპანიებისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე  შესვლისას.  

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ 100% წილის  სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“, შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ 100% წილის  სს “სილქნეტის“   მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “ვაიმაქს ჯორჯიასათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ვაიმაქს ჯორჯიასათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის  თავმჯდომარის

         მოვალეობის შემსრულებელი                                                აკაკი სიხარულიძე  

         კომისიის წევრი                                                                        სოფიო ბრიტანჩუკი

         კომისიის წევრი                                                                        ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები