წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 8 / 19

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 26, 2011

მიღების თარიღი იანვარი 06, 2011

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) № 2 დანართის მე-7 პუნქტის 7.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

    ”7.2. წამყვანი სპეციალისტი - 2 – 15 – 30”;

ბ) № 2 დანართის მე-7 პუნქტის 7.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ”7.3. სპეციალისტი - 1 – 10 – 10”;

გ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტების საერთო ჯამი - 1.465.00.

2. კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №1);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე               

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები