წვდომის მენიუ

სს ”ინფოჯორჯია XXI”-სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 150 / 15

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2011

მიღების თარიღი მარტი 25, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (23.03.2011 №6/1250-11) მიმართა სს ”ინფოჯორჯია XXI”-მა ციფრების ორნიშნა კომბინაციის - 09 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით ქ. თბილისში.

 კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს, კომისიის 2010 წლის 26 მარტის №159/15 გადაწყვეტილებით, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 09 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, 2011 წლის 24 აპრილამდე ქ. თბილისში.

    სს ”ინფოჯორჯია XXI” ახორციელებს მოსახლეობის საინფორმაციო მომსახურებას ქ.თბილისში.

    კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) ზონა მოიცავს მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების არჩევის კოდებს, ელექტრო­ნული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების საინფორმაციო-საც­ნობარო და საავარიო მომსახურების, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახუ­რების, მუნიციპალური და სხვა საავარიო-სამაშველო, საზოგადოებრივი, საინ­ფორმაციო, საცნობარო, სამედიცინო და სოციალური დახმარების სამსახუ­რების ნომრებსა და კოდებს. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. კერძოდ, კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან მოხდება მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა.

გამომდინარე იქედან, რომ სს ”ინფოჯორჯია XXI” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს მოთხოვნა და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს ნუმერაციის რესურსი 1-6-0-0-9 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ცხრა) ქ. თბილისში. გარდამავალ ეტაპზე, ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-0-9 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ცხრა) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, სს ”ინფოჯორჯია XXI” უფლებამოსილი იქნება მომსახურება გაწიოს ორნიშნა ნუმერაციის რესურსით 0-9 (ნული-ცხრა).

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს სს ”ინფოჯორჯია XXI” ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-0-9 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის - 24 აპრილიდან,  2012 წლის 24 აპრილამდე, ქ. თბილისში;

2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-0-9 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ცხრა) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, სს ”ინფოჯორჯია XXI” უფლებამოსილა არაავტორიზებადი საქმიანობა განახორციელოს 0-9 (ნული-ცხრა) ნუმერაციის რესურსით;

3.  სს ”ინფოჯორჯია XXI” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სს ”ინფოჯორჯია XXI”- სათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                               

ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები