“სს ”გლობალ ერთი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ” კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის N585/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სს ”გლობალ ერთის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N131, № N132 და №N133 ლიცენზიების გ

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას, 2009 წლის 9 ნოემბერს განცხადებით მომართა სს ”გლობალ ერთმა” (N7/450-09) კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N131, № N132 და №N133 ლიცენზიების გაუქმებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „გლობალ ერთი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N131, № N132 და №N133 ლიცენზიებს შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N131 ლიცენზია:

) ნუმერაციის რესურსი: ქ. რუსთავში    სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 132XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;

) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 2100.00 (ორი ათას ასი) დარჩენილი 70%-ის (1470.00 - ათას ოთხას სამოცდაათი ლარი) გადახდის ვალდებულება შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

122.50  ლარი    -   2008 წლის 10 ნოემბრამდე;

122.50  ლარი    -   2008 წლის 10 დეკემბრამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 იანვრამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 თებერვლამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 მარტამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 აპრილამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 მაისამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 ივნისამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 ივლისამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 აგვისტომდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 სექტემბრამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 ოქტომბრამდე;

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N132 ლიცენზია:

) ნუმერაციის რესურსი: გორის რაიონში  სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 31XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;

) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 2100.00 (ორი ათას ასი) დარჩენილი 70%-ის (1470.00 - ათას ოთხას სამოცდაათი ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

122.50  ლარი    -   2008 წლის 10 ნოემბრამდე;

122.50  ლარი    -   2008 წლის 10 დეკემბრამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 იანვრამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 თებერვლამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 მარტამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 აპრილამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 მაისამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 ივნისამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 ივლისამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 აგვისტომდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 სექტემბრამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 ოქტომბრამდე;

3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N133 ლიცენზია:

) ნუმერაციის რესურსი: ქ.ფოთში  სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 48XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;

) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 2100.00 (ორი ათას ასი) დარჩენილი 70%-ის (1470.00 - ათას ოთხას სამოცდაათი ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

122.50  ლარი    -   2008 წლის 10 ნოემბრამდე;

122.50  ლარი    -   2008 წლის 10 დეკემბრამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 იანვრამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 თებერვლამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 მარტამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 აპრილამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 მაისამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 ივნისამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 ივლისამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 აგვისტომდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 სექტემბრამდე;

122.50  ლარი    -   2009 წლის 10 ოქტომბრამდე;

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე დროს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს „გლობალ ერთის“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (04.12.2009 10/748-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „გლობალ ერთი“-ს მიერ შესრულებულია კომისიის 2008 წლის 585/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება თითოეული ლიცენზიისთვის.

კომისია მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, სს „გლობალ ერთის“ მოთხოვნის საფუძველზე უნდა გაუქმდეს სს „გლობალ ერთის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N131, № N132 და №N133 ლიცენზიები და ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს “სს ”გლობალ ერთი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ” კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის N585/1 გადაწყვეტილება.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის,  54-ე მუხლისა და  ’საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს სს ”გლობალ ერთის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N131, № N132 და №N133 ლიცენზიები, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის გამო და ძალადაკარგულად გამოცხადდეს “სს ”გლობალ ერთი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ” კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის N585/1 გადაწყვეტილება 2009 წლის 4 დეკემბრიდან;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აცნობოს სს ”გლობალ ერთს”  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „გლობალ ერთისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                  ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                            ს.ბრიტანჩუკი

                                                                          კ.კვიტაიშვილი

                                                                          ა.სიხარულიძე

                                                                         ი.მოსეშვილი

Calendar
გაზიარება

გადმოწერეთ ფაილები