წვდომის მენიუ

შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს ” - სთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 432 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2008

მიღების თარიღი ივლისი 25, 2008

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს “ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ კომისიას მიმართა განცხადებით (№02/55-08,06.06.08), ქ. თბილისში და მის შემოგარენში განლაგებულ საბაზო სადგურებამდე ინფორმაციული ციფრული ნაკადების მისაწოდებლად,   რადიოსარელეო ხაზების ასაგებად  და ფუნქციონირებისთვის, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” არის ავტორიზირებული პირი (რეგისტრაციის №58/1) ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას  №F51  (ვადა 29.04.2008) და  რადიოსიხშირული სპექტრის (1894.375მჰც-დან 1899.375მჰც-მდე და 1974.375 მჰც-დან 1979.375-მჰც-მდე) გამოყენება კომისიის გადაწყვეტილებით (253/5,18.05.2007) განსაზღვრული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე  (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა).

     კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ”ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის     უფლების     მოსაპოვებლად     აუქციონის      საწყისი        საფასურის

ოდენობას,    რომელიც     განისაზღვრება       „რადიოსიხშირული   სპექტრით   ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.

      აღნიშნულიდან გამომდინარე,  შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-სთვის 26 გჰც სიხშირულ დიაპაზონში შერჩეულ იქნა რადიოსარელეო  9 სიხშირული წყვილი, თითოეული ზოლის სიგანით  28 მჰც ქ.თბილისში და მის  შემოგარენში  გამოსაყენებლად და განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს   39,984.00 (ოცდაცხრამეტი  ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი) ლარს. 

       კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად ქ. თბილისში და მის შემოგარენში რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს “ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული რადიოსიხშირეები ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ქ. თბილისში და მის შემოგარენში რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით  10  წლის ვადით - 2018  წლის 25 ივლისამდე, აუქციონის გქრეშე;

2.  განესაზღვროს შპს “ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 39,984.00 (ოცდაცხრამეტი  ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი) ლარი; 

3.  უზრუნველყოს შპს “ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის 39,984.00 (ოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი) ლარის  გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 დღის ვადაში:

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში; 

       ა/ა  200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი - 220101222;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

4.  აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

5.   აღირიცხოს შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”- სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

6. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-სთვის რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი  შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).                                                             

კომისიის თავმჯდომარე                                                                გ.არველაძე                                                         

კომისიის     წევრი                                                                                გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                                          ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                                                                          კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                            ს.ბრიტანჩუკი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები