შპს ”ფოლკ-რადიოსთვის” რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2008
მიღების თარიღი ივლისი 25, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ფოლკ-რადიომ” კომისიას მიმართა განცხადებით № 006,11.07.08, ქ. თბილისში, სტუდიიდან (დ. აღმაშენებლის გამზ.№62-64/68), მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების მოთხოვნით,
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ფოლკ-რადიო” ფლობს ქ.თბილისში სპეციალზირებული (მუსიკალური) მაუწყებლობის ლიცენზიას № B98 (ვადა 23.03.2018), FM დიაპაზონში 99.2 მჰც სიხშირეზე 1კვტ სიმძლავრის რადიოგადამცემით მაუწყებლობაზე.
სტუდიიდან (დ.აღმაშენებლის გამზ. №62-64/68), მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, შპს ”ფოლკ-რადიოსთვის” შერჩეულ იქნა სიხშირე 364 მჰც ± 0.3 მჰც, ზოლის სიგანით 0.6 მჰც, რაც სავსებით საკმარისია ბგერითი მაუწყებლობის სტანდარტული რადიოსარელეო გადამცემით, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის.
სიხშირე გათვალისწინებულია აღნიშნულ მონაკვეთზე რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ფოლკ-რადიოს” რადიოსარელეო სიხშირე 364 მჰც ± 0.3 მჰც, ზოლის სიგანით 0.6 მჰც, ქ.თბილისში, სტუდიიდან (დ.აღმაშენებლის გამზ. №62-64/68), მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 23.03.2018);
2. აღირიცხოს შპს ”ფოლკ-რადიოსვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ”ფოლკ-რადიოსთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ფოლკ-რადიოსთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
