წვდომის მენიუ

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 40 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2008

მიღების თარიღი იანვარი 25, 2008

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა   კომისიას მიმართა განცხადებით (№2/144-341ს,20.12.07), ქ.თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივი საჭიროებისთვის,  ფიქსირებული სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.              

    “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს     კანონის 64-ე მუხლის  მე-11 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის,   “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა

1.   მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ქ.თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  დაცვითი ღონოსძიებების განხორციელებისთვის,  ფიქსირებული სიხშირეები  ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2.  საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.   აღირიცხოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი. ხარებავა);

4.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ.  1ა)  1 თვის ვადაში;

6.   ონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს.შავგულიძე)

კომისიის თავმჯდომარე                                                  გ.არველაძე                                                         

         კომისიის წევრი                                                         გ.ფრუიძე

        კომისიის  წევრი                                                         ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები