საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის N 787/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2008
მიღების თარიღი იანვარი 11, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ რომ სპს. ”ჩხეიძე და კომპანიამ” (რეგისტრირებული ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 216314496) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსებით მომსახურეობისთვის, მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირის შეცვლის თაობაზე.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 2007 წლის 20 დეკემბრის N 787/13 კომისიის გადაწყვეტილებით სპს ”ჩხეიძე და კომპანიას” ოპერატიული რადიოკავშირისთვის (ტაქსებით მომსახურეობისთვის) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მიენიჭა 163.600 მჰც სიხშირე. მინიჭებული სიხშირე არ შეესაბამებოდა სპს ”ჩხეიძე და კომპანიის” მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც სპს ”ჩხეიძე და კომპანიამ” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის N 787/13 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. მიენიჭოს სპს ”ჩხეიძე და კომპანიას” 407.025 მჰც და 412.175 მჰც სიხშირეები ქ. რუსთავში ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;”;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი