საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 02 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2008
მიღების თარიღი იანვარი 11, 2008
გადაწყვიტა:
1. . გადატანილ იქნეს N 02 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 საკითხის (ერთი მხრივ სს ”ეგრისის”, შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-სა და მეორე მხრივ შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” შორის დავის განხილვისა და არსებითად გადაწყვეტის შესახებ) განხილვა მ/წლის 18 იანვრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში, ხოლო მე-2 (ერთი მხრივ სს ”ეგრისს” და მეორე მხრივ შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის შესახებ) და მე-4 (ერთი მხრივ შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელს” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) საკითხების განხილვა მ/წლის 25 იანვრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. დამატებით შეტანილ იქნეს N 02 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს ”ბარვილ ბათუმისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ბ) შპს ”ველისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
გ) შპს ”ავტო-მოტორსი 2”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).
4. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 11 იანვრის N 02 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე