წვდომის მენიუ

შპს ”ტრანსპორტის სერვის კომპანიის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 14 / 12

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2008

მიღების თარიღი იანვარი 04, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ტრანსპორტის სერვის კომპანიამ”  კომისიას მიმართა განცხადებით (№ 25, 12.11.07) სიხშირის მინიჭების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის  წარმოდგენისათვის (საანკეტო ფორმის სახით) განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 06/2721-07, 04.12.07.) კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.       

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განუხილველად იქნას დატოვებული შპს ”ტრანსპორტის სერვის კომპანიის” განცხადება  სიხშირის  მინიჭების შესახებ;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                              გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები