”შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში (№315/13, 08.06.07) ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2007
მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” (სახელმწიფო რეგისტრაციის №5/4-3396, 2002 წლის 12 ნოემბერი) კომისიას მიმართა განცხადებით №17/03-5948, 24.10.07, რადიოსარელეო ხაზის მონაკვეთზე (ქვესადგური ზუგდიდი-220 - ელსადგური ენგურჰესის ანძა) კომისიის გადაწყვეტილებით (№315/13,08.06.07) მინიჭებული სიხშირეთა წყვილის (17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც), დაბალი სიხშირული დიაპაზონით შეცვლის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მოთხოვნა არგუმენტირებულია, მინიჭებულ სიხშირეებზე მიღების წერტილში სიმძლავრის დონის მკვეთრი მილევით, მონაკვეთზე (ქვესადგური ზუგდიდი-220- ელსადგური ენგურჰესის ანძა) ატმოსფეროში რთული მეტეოროლოგიური პირობების დროს.
კომისის მიზაშეწონილად მიაჩნია შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” მონაკვეთზე (ქვესადგური ზუგდიდი-220- ელსადგური ენგურჰესის ანძა) კომისიის გადაწყვეტილებით (№315/13,08.06.07) მინიჭებული სიხშირეები (17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც) შეიცვალოს დაბალი სიხშირული დიაპაზონის სიხშირეებით (8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც).
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება კომისიის გადაწყვეტილებაში №315/13,08.06.07 შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ” და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” სიხშირეები 17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც; 17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც; 22414.0მჰც ± 14მჰც და 23422.0მჰც ± 14მჰც; 22526.0მჰც ± 14მჰც; და 23534.0მჰც ± 14მჰც; 8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც ენერგოობიექტებს შორის მონაკვეთებზე:
ა) ქვესადგური ზუგდიდი-220 - ელსადგური ენგურჰესის ანძა
8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს
500 მილივატისა;
ბ) ელსადგური ენგურჰესის ანძა - ელსადგური ენგურჰესის ადმ. შენობა
17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც;
დ) ქვესადგური ქუთაისი-220 - ვარციხეჰესი-4
17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც;
ე) ვარციხეჰესი-4 - ვარციხეჰესი-3
17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც;
ვ) ქვესადგური ზესტაფონი-500 - ქვესადგური ფერო-220
22414.0მჰც ± 14მჰც და 23422.0მჰც ± 14მჰც;
ზ) ქვესადგური ქუთაისი-220 - ვარციხეჰესი-1
22414.0მჰც ± 14მჰც და 23422.0მჰც ± 14მჰც;
თ) ვარციხეჰესი-1 - ვარციხეჰესი-2
22526.0მჰც ± 14მჰც და 23534.0მჰც ± 14მჰც; ”
რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა გარდა ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ მონაკვეთზე, ერთი წლის ვადით;
2. აისახოს შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” მინიჭებული სიხშირის ცვლილება კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს
(ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია