საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2007
მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2007
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 65 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს ”ბლუმფინ ლიმიტედის” № F 7 ლიცენზიის გაუქმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
ბ) “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N 5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (მომხს. გ. ბუთბაია).
2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 02 ნოემბრის N 65 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია