საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2007
მიღების თარიღი ივლისი 27, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტში 2006 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს რადიომონიტორინგის სისტემა, რომელიც შედგება მონიტორინგის მართვის ცენტრის, ორი სტაციონარული და ერთი მობილური სადგურისაგან. აღნიშნულ სისტემას ემსახურება 11 თანამშრომელი (2 უფროსი ინჟინერი, 2 ინჟინერი, 1 უფროსი ელექტრომექანიკოსი, 1 მობილური სისტემის ტექნიკოსი და 5 ელექტრომექანიკოსი).
კომისია აღნიშნავს, რომ ფუნქციონირების დაწყებიდან დღემდე, საგრძნობლად მოიმატა სამუშაოს იმ მოცულობამ რაც დაკავშირებულია: რადიომონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარებასთან; შედეგების ანალიზისა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებასთან; ინფორმაციული ბაზის მოდერნიზებასა და მონაცემების რეგისტრირებასთან. შესაბამისად გაიზარდა თითოეული თანამშრომლის პასუხისგებლობა, რაც კვალიფიკაციის დონის მუდმივ ამაღლებას საჭიროებს.
კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს 353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები:
ა) № 2 დანართის მე-8 პუნქტის 8.5. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8.5. რადიომონიტორინგის მართვის ცენტრის უფროსი ინჟინერი - 1-1,100.00-1,100.00;
ბ) № 2 დანართის მე-8 პუნქტის 8.6. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8.6. რადიომონიტორინგის მართვის ცენტრის ინჟინერი - 1-1,000.00-1,000.00;
გ) № 2 დანართის მე-8 პუნქტის 8.7. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8.7. რადიომონიტორინგის მობილური სისტემის უფროსი ინჟინერი - 1-1,100.00-1,100.00;
დ) № 2 დანართის მე-8 პუნქტის 8.8. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8.8. რადიომონიტორინგის მობილური სისტემის ინჟინერი - 1-1,000.00-1,000.00;
ე) № 2 დანართის მე-8 პუნქტის 8.9. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8.9. რადიომონიტორინგის მობილური სისტემის ტექნიკოსი - 1-1,000.00-1,000.00;
ვ) № 2 დანართის მე-8 პუნქტის 8.10. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8.10. რადიომონიტორინგის სტაციონარული სისტემის უფრ. ელექტრომექანიკოსი - 1-1,100.00-1,100.00;
ზ) № 2 დანართის მე-8 პუნქტის 8.11. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8.11. რადიომონიტორინგის სტაციონარული სისტემის ელექტრომექანიკოსი - 5-800.00-4,000.00;
თ) ხელფასის განაკვეთის საერთო ჯამი განისაზღვროს 11,000.00-ით, ხოლო ხელფასების საერთო ჯამი - 21.800.00-ით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინსტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
