წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 1 ივნისის N 289/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 426 / 19

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2007

მიღების თარიღი ივლისი 27, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ალტერნატიულმა უსაფრთხოებამ” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 205204535; 04.05.07) კომისიას მიმართა განცხადებით   ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში (დაცვითი საქმიანობისთვის) მინიჭებული სიხშირის შეცვლის  თაობაზე.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 2007 წლის 1 ივნისის N 289/13 კომისიის გადაწყვეტილებით შპს ”ალტერნატიულ უსაფრთხოებას” ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მიენიჭა 409.000 მჰც და 414.000 მჰც სიხშირეები. მინიჭებულ სიხშირეზე (409.000 მჰც) მუდმივი ხასიათი აქვს ტექნიკურ ხელშეშლას, რომლის არსებობა განპირობებულია ადგილზე კომპანიის რეპიტერის განთავსებით, რის შესაბამისადაც შპს ”ალტერნატიულმა უსაფრთხოებამ” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 1 ივნისის  N 289/13  გადაწყვეტილებაში და  მისი  პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიენიჭოს შპს ”ალტერნატიულ უსაფრთხოებას” 406.100 მჰც და 414.000 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) სიხშირეები ქ. თბილისის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;”;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები