სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2006
მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2006
ა) 427XXX -429XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ.თბილისში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით;
ბ) 16XXX-19XXX (სულ 4000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ.ბათუმში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 6000 (ექვსი ათასი) ლარით;
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 23 აგვისტოს 17:00 საათი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2006 წლის 8 სექტემბრის 13:00 საათი;
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს:
- ქ. თბილისში 427XXX -429XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად - სს ”ტელენეტმა”;
- ქ. ბათუმში 16XXX-19XXX (4000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად - სს ”ტელენეტმა”, შპს ”ვემატელმა” და შპს ”ორბელმა”.
კომისია აღნიშნავს, რომ - სს ”ტელენეტი”-ს, შპს ”ვემატელი”-ს და შპს ”ორბელი”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონები გაიმართა 2006 წლის 8 სექტემბრის კომისიის სხდომაზე.
1. კომისია აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში 427XXX -429XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ სს ”ტელენეტმა”. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.
ქ. თბილისში 427XXX -429XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონზე სს ”ტელენეტი”-ს წარმომადგენელმა საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 4,725.00 ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა;
2. ქ. ბათუმში 16XXX-19XXX (4000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”ორბელი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო N 2, შპს ”ვემატელი”-ს წარმომადგენელმა N 3. შესაბამისად, სს ”ტელენეტი”-ს წარმომადგენელს წილად ხვდა N 1. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 6000 ლარს + ერთი ბიჯი - 300 ლარი) დააფიქსირა სს ”ტელენეტი”-ს წარმომადგენელმა, შემდეგ ასევე ერთი ბიჯი დაამატა შპს ”ორბელმი”-ს წარმომადგენელმა (6300 ლარს + 300 ლარი), და ასევე ერთი ბიჯი შპს ”ვემატელი”-ს წარმომადგენელმა (6600 ლარს + 300 ლარი). სს ”ტელენეტი”-ს წარმომადგენელმა შემდეგი ბიჯის დასახელებამდე შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა და შესაბამისად აუქციონი გააგრძელეს შპს ”ორბელმა” და შპს ”ვემატელმა”. აუქციონის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 655 (ექვსას ორმოცდათხუთმეტი) ბიჯი, სულ 202,500.00 (ორას ორი ათას ხუთასი) ლარი დააფიქსირა შპს “ვემატელმა”.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ა) გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”ტელენეტი” ქ. თბილისში 427XXX -429XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 4,725.00 (ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი) ლარი;
ბ) უზრუნველყოს სს ”ტელენეტმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (1,417.50 (ერთი ათას ოთხას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 450.00 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი ანუ 967.50 (ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა 2006 წლის 8 ოქტომბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N 200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N 220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N 300043018;
გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (3,307.50 - სამი ათას სამას შვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
2. ა) გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ვემატელი” ქ. ბათუმში 16XXX-19XXX (4000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 202,500.00 (ორას ორი ათას ხუთასი) ლარი;
ბ) უზრუნველყოს შპს ”ვემატელმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (60.750 .00 სამოცი ათას შვიდას ორმოცდაათი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 600.00 (ექვსასი ლარი) ლარი ანუ 60,150.00 (სამოცი ათას ას ორმოცდაათი ლარი) ლარის გადახდა 2006 წლის 8 ოქტომბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ქ. ბათუმი) - N 200122900
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N 220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N 300693018;
გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (141,750.00 - ას ორმოცდაერთი ათას შვიდას ორმოცდაათი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
3. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში;
4. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
5. დაევალოს კომისიის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიების მაძიებლების მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხების საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ. აროშიძე) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
