წვდომის მენიუ

შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 766 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 09, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ახალმა ქსელებმა“ (N899, 04.11.2005წ.) სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ქ.ფოთში შპს “ახალი ქსელების” აბონენტებისთვის 8-იანი კოდის გათიშვასთან დაკავშირებით.

კომისიამ  2005 წლის 9 დეკემბერს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა შპს „ახალ ქსელების“ მოთხოვნა სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანის” მიმართ.

            მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ:

            შპს “ახალი ქსელების” წარმომადგენელი ნ.ჟღენტი;

            სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორის მოადგილე თ.გოთუა.

 

            სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” წარმოადგინა შპს “ახალი ქსელების” მიერ ფოთის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სასარჩელო განცხადების, აგრეთვე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 დეკემბრის განჩინების ასლები და მოითხოვა დავის განხილვის შეწყვეტა.

            კომისია აღნიშნავს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლომ 2005 წლის 2 დეკემბრის განჩინებით დააკმაყოფილა  შპს “ახალი ქსელების” მოთხოვნა და დაავალა სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” 8-იანი კოდის ჩართვა, აგრეთვე შპს “ახალი ქსელების” მიერ შეტანილ სასარჩელო განცხადებაში სხვა მოთხოვნებთან ერთად გათვალისწინებულია 8-იანი კოდის ჩართვის მოთხოვნაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ განიხილოს.  აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს დავის საქმის წარმოება მხარეთა შორის “ახალი ქსელების” აბონენტებისთვის ქ.ფოთში 8-იანი კოდის გათიშვასთან დაკავშირებით.

            საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს შპს „ახალ ქსელებს“და  სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის საქმის წარმოება;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის  წევრები:                                             დ.პატარაია

გ.ფრუიძე

ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები