საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 78 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 09, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 9 დეკემბრის კომისიის N 78 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის N 78 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 საკითხი (შპს “საქართველოს ტელეკომსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ) მ/წლის 23 დეკემბრის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2.წარმოდგენილ კომისიის N 78 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის განხილვის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა);
ბ) მომსახურების ბაზრის სეგმენტების - აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების და ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ ზეპირი მოსმენის ჩატარების თაობაზე (მომხს. ე. ასანიძე);
3.დამტკიცდეს კომისიის N 78 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) ერთი თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. კალანდაძე).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გ. ფრუიძე
კომისიის წევრები დ. პატარაია
ზ. ნონიკაშვილი
