წვდომის მენიუ

ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

ნომერი: 764 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2005

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში 2005 წლის 3 აგვისტოს შემოვიდა შპს „სპექტრის“ 2005 წლის 7 ოქტომბრის N6/742-05 წერილი, რომლის შესაბამისად კომისიას ეცნობა, რომ ახალქალაქის რაიონში ხორციელდება ულიცენზიო მაუწყებლობა მე-6 სატელევიზიო ახრზე.

       კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” (ვ. ქურდიანი) მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად (წერილი 2005 წლის 3 ნოემბერი №10/203-05), ახალქალაქის ტერიტორიაზე მე-6 სატელევიზიო არხზე დაფიქსირდა სატელევიზიო გადამცემის ფუნქციონირება (სიხშირული ზილო 174-182 მგჰც) და სატელევიზიო გადამცემის სადგურის განთავსების ადგილად მითითებულია ქ. ახალქალაქში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზის ტერიტორია.  აღნიშნულია, რომ ამავე ბაზის ტერიტორიიდან დაფიქსირდა სატელევიზიო გადამცემის სადგურის  მუშაობა სატელევზიო მაუწყებლობისათვის არასტანდარტულ სიხშირეებზე (73.300 მგჰც, ბგერა 79.800 მგჰც), რაც თავის მხრივ დაადასტურა კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურმა (ს. შავგულიძე).

     აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. 

     კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფება ახორციელებს უკანონო მაუწყებლობას, კერძოდ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს. რადგან კომისიის მიერ არ ყოფილა გაცემული რაიმე სახის (სიხშირული რესურსებით სარგებლობის

ან/და სამაუწყებლო) ლიცენზია ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებისათვის.

    აღნიშნული ქმედებით ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფება არღვევს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და “მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნებს, რისთვისაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სახდელი. კერძოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 შესაბამისად კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა იწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. “ელექტონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად “თუ შემოწმების აქტის გარეშეც საკმარისი მტკიცებულებები არსებობს დარღვევის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება დამრღვევი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

     კომისიას დადასტურებულად მიაჩნია ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

       ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 38-ე და 41-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:  

1. ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის შესაბამისად, დაედოს ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფმა ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობის ტრანზიტი;

3. ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფმა უზრუნველყოს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ჩარიცხვა შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები (ვაკე-საბურთალო) – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო, ა/ა 200122900, საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი № 220101107, საბიუჯეტო შემოსავლის სახელმწიფო კოდი 300043179 და ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა უზრუნველყოს კომისიაში 2005 წლის 16 დეკემბრამდე;

4. კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ (მ. ქადეიშვილი) უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებისათვის დროული მიწოდება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი:                                                               დ. პატარაია

                                                                                            გ. ფრუიძე                                                                                           

                                                                                           ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები