წვდომის მენიუ

„ელექტრონული კომუნიკაციების (სატელეფონო მომსახურების) სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინ

ნომერი: 763 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2005

 

 „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტრონული კომუნიკაციების (სატელეფონო მომსახურების)  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი) და კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივ დამცველს (პ. ბერია)  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების  (სატელეფონო მომსახურების) სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა  გაიმართოს 2005 წლის 23 დეკემბერს, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას 2006 წლის 6 იანვარს;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                            დ.ქიტოშვილი             

წევრი                                                                          დ. პატარაია

წევრი                                                                          გ. ფრუიძე

წევრი                                                                          ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები