წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 760 / 14

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2005

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2005

 

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის წერილები (№ UMS-50/2493, 20.10.05; № UMS-50/2438, 17.10.05; № UMS-50/2388, 11.10.05;  № UMS-50/2481, 20.10.05 და № UMS-50/2497, 20.10.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის NOVGADARY/MTZS-A, GEDJUH/MTZS-A, KIZLYR/MTZS-V, TUAPSE/MTZS-D, GOR-KL/MTZS-A და SHAMILKALA/LINKSTAR (რომლებიც იგეგმება EXPRESS-4 და EXPRESS-5 სათანამგზავრო ქსელებში) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის NOVGADARY/MTZS-A, GEDJUH/MTZS-A, KIZLYR/MTZS-V, TUAPSE/MTZS-D, GOR-KL/MTZS-A და SHAMILKALA/LINKSTAR მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე   წერილების (№ UMS-50/2493, 20.10.05; № UMS-50/2438, 17.10.05; № UMS-50/2388, 11.10.05;  № UMS-50/2481, 20.10.05 და № UMS-50/2497, 20.10.05.) დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები