რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2005
მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/2161, 20.10.05 და № UMS-50/2622, 31.10.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის KRASNODAR – 103.7 MHz, NALCHIK KAB BAL – 104.8 MHz, MAHKACHKALA – 95.3 MHz, MAHKACHKALA – 104.2 MHz, GELENDJIK – 102.9 MHz KRASNYI KUT – 107.4 MHz და KANEVSKAYA 107.6 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის KRASNODAR – 103.7 MHz, NALCHIK KAB BAL – 104.8 MHz, MAHKACHKALA – 95.3 MHz, MAHKACHKALA – 104.2 MHz, GELENDJIK – 102.9 MHz KRASNYI KUT – 107.4 MHz და KANEVSKAYA 107.6 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS-50/2161, 20.10.05 და № UMS-50/2622, 31.10.05. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვის და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
