წვდომის მენიუ

სს „გლობალ ერთსა“ და შპს “ახალ ქსელებს” და შპს “ახტელს” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 752 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „გლობალ ერთსა“ და შპს “ახალ ქსელებს” და შპს “ახტელს” შორის დავის განხილვის დღე დაინიშნა 2005 წლის 2 დეკემბერს.

            კომისიის  სხდომას ესწრებოდნენ:

            სს „გლობალ ერთის“ წარმომადგენელი რ.გოგინავა;

            შპს „ახალი ქსელების“ და შპს “ახტელის” წარმომადგენელი ნ.ჟღენტი;

            სს „გლობალ ერთის“ მოთხოვნას შპს “ახალი ქსელების” და შპს “ახტელის” მიმართ წარმოადგენს:

ა) შპს “ახალ ქსელების” და შპს “ახტელის” მიერ სხვა ოპერატორის დავალიანების გამო საკუთარი აბონენტის ტელეფონის გათიშვის მომსახურებისთვის ხარჯზე ორიენტირებული ტარიფის დადგენა და  ტელეფონის გათიშვა ორმხრივად;

ბ) სს „გლობალ ერთსა“ და შპს “ახალ ქსელებს” და შპს “ახტელს” შორის ანგარიშსწორებისას შპს “ახალი ქსელების” და შპს “ახტელის” აბონენტების მიერ სს “გლობალ ერთის” “გლობალ ბარათით” დარეკვისას, აგრეთვე 818007 და 437777 სატელეფონო ნომრებზე საერთაშორისო ზარის შეკვეთის მიცემით განხორციელების შემთხვევაში შპს “ახალი ქსელების” და შპს “ახტელის” ქსელში დასრულებული თითოეული ზარის ხანგრძლივობის შემცირება 45 წამით.

            პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მომსახურების ბაზრის სეგმენტის - აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ. მხოლოდ აღნიშნული კვლევის დასრულების შემდეგ იქნება კომისია უფლებამოსილი დაუდგინის სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის  ვალდებულება იმ ოპერატორს, რომელიც ცნობილი იქნება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს “გლობალ ერთის” მოთხოვნა  განხილული იქნება მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევის დასრულების შემდეგ.

            მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით სს “გლობალ ერთი” აღნიშნავს, რომ შპს “ახალი ქსელების` და შპს “ახტელის” აბონენტები სარგებლობენ “გლობალ ბარათებით”, აგრეთვე 818007 და 437777-ზე შეკვეთით ახორციელებენ საერთაშორისო ზარებს. სატელეფონო გლობალ ბარათებით მომსახურება ითვლება ე.წ. საერთაშორისო მომსახურებად, მაგრამ შპს “ახალი ქსელების” და შპს “ახტელის” აბონენტების მიერ გლობალ ბარათით წამოწყებული ზარი მთლიანად ვერ ჩაითვლება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ზარად, რადგანაც ხდება აბონენტის დაკავშირება გლობალ ერთის ოპერატორთან, შემდეგ ოპერატორი აერთებს სასურველ ნომერს ან საერთოდ ვერ აერთებს. მ/წლის 1 აპრილიდან “გლობალ ერთმა” განახორციელა მომსახურება – შეკვეთების მიღება და აბონენტების დაკავშირება 818007 და 437777 სატელეფონო ნომრების საშუალებით. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს არა მათი ქსელიდან ზემოაღნიშნული სატელეფონო ნომრებზე წამოწყებული ზერის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, არამედ სატელეფონო ნომრებიდან  (818007 და 437777) მათ ქსელში დასრულებული ზარების ხანგრძლივობის მიხედვით.  სს “გლ;ობალ ერთი” მოითხოვს, 818007 და 437777 სატელეფონო ნომრებიდან შპს “ახალი ქსელების” და შპს “ახტელის” ქსელში დასრულებულ და გლობალ ბარათებით შპს “ახალი ქსელების” და შპს “ახტელის” ქსელიდან წამოწყებულ  თითოეულ ზარს გამოაკლდეს 45 წამი.

            შპს “ახალი ქსელების” და შპს “ახტელის” განცხადებით, ანგარიშსწორება უნდა მოხდეს განხორციელებულ ზარებზე მთლიანად, ვინაიდან ეს არის ორ ოპარატორს შორის ურთიერთობა, 818007 და 437777 სატელეფონო ნომრები წარმოადგენს დაშვების კოდს და ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ურთიერთჩართვის ტარიფით, რომელიც შეადგენს 4 თეთრს.

კომისია აღნიშნავს, რომ სს “გლობალ ერთი” წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს, რომელიც ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით (საერთაშორისო სატელეფონი კავშირის ქსელი) უზრუნველყოფას და მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;

შპს “ახალი ქსელები” და შპს “ახტელი” ასევე წარმოადგენენ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს.  სს “გლობალ ერთსა”  და შპს “ახალი ქსელებს” და შპს “ახტელს” შორის განხორციელებულია ურთიერთჩართვა – შპს “ახალი ქსელების” და შპს “ახტელის”  აბონენტებს  შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სს “გლობალ ერთის” მომსახურებით.

შპს “ახალი ქსელების” და შპს “ახტელის” აბონენტები სს “გლობალ ერთის” ზემოაღნიშნულ ნომრებზე, აგრეთვე წინასწარი გადახდის სისტემის “გლობალ ბარათებით” სარგებლობისთვის გამოყენებულ სატელეფონო ნომრებზე დარეკვით ღებულობენ საერთაშორისო ან საქალაქთაშორისო სატელეფონო მომსახურებას, აღნიშნული გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპანიებს შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში და გაწეული მომსახურების ანაზღაურება უნდა მოხდეს ურთიერთჩართვის ტარიფით. კომისიას მიაჩნია, რომ ზარის წამოწყება ხორციელდება საერთაშორისო ან საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიღების მიზნით და ზარის წამოწყების საფასური დაფარული უნდა იქნეს სს “გლობალ ერთი” მიერ, ვინაიდან შპს “ახალ ქსელებს” და სს “გლობალ ერთს” შორის განხორციელებული ურთიერთჩართვა ამ შემთხვევაში ემსახურება შპს “ახალი ქსელების” და შპს “ახტელის” აბონენტების მიერ სს “გლობალ ერთის”  მომსახურების მიღებას.

რაც შეეხება სს “გლობალ ერთის” მოთხოვნას თითოელი ზარის წამოწყებიდან 45 წამის გამოკლების შესახებ, კომისია მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების საგანს. 

            „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  42-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს “გლობალ ერთის” მოთხოვნას შპს “ახალ ქსელების” და შპს “ახტელის” მიერ სხვა ოპერატორის დავალიანების გამო საკუთარი აბონენტის ტელეფონის გათიშვის მომსახურებისთვის ხარჯზე ორიენტირებული ტარიფის დადგენის საკითხი კომისიამ განიხილოს მომსახურების ბაზრის სეგმენტის - აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების კვლევისა და ანალიზის დასრულების შემდეგ;

2. უარი ეთქვას სს “გლობალ ერთს”  818007 და 437777 სატელეფონო ნომრებიდან შპს “ახალი ქსელების” და შპს “ახტელის” ქსელში დასრულებულ და გლობალ ბარათებით შპს “ახალი ქსელების” და შპს “ახტელის” ქსელიდან წამოწყებულ თითოეულ ზარზე ანგარიშსწორებისას 45 წამის გამოკლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                        დ.ქიტოშვილი

 

 

კომისიის  წევრები:                                                                    გ.ფრუიძე

 

 

ზ.ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები