წვდომის მენიუ

შპს„თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 574 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 19, 2005

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „თბილისის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა”   (რეგისტრირებული ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 03 ივლისის N 06/4-398 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით N73, 27.07.05, ქ.თბილისში,  ოპერატიული რადიოკავშირისთვის  დეციმეტრულ დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე.

    სიხშირეები გათვალისწინებულია, ქ.თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სატრანსპორტო საშუალებებთან  ქ.თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის.

    სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

    “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს   შპს „თბილისის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს”  420.450მგჰც და 426.250მგჰც  სიხშირეები ქ.თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს „თბილისის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს  „თბილისის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

    კომისიის  თავმჯდომარე                                                           დ. ქიტოშვილი
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები