წვდომის მენიუ

შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 573 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 19, 2005

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტომ”  (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაინული სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის N 5/4-33807 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით N04/07,18.07.05, ქ.თბილისში,  ოპერატიული რადიოკავშირისთვის  სიხშირეების მინიჭების თაობაზე.

   შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტო“ ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებრივი და ქონებრივი უსაფრთხოების დაცვის ორგანიზებას”  სიხშირეები გათვალისწინებულია, ქ.თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის.

    სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

    “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს   შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტოს“  168.175მგჰც, 443.300მგჰც და 448.850მგჰც  სიხშირეები ქ.თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის ერთი წლის ვადით.

2.   აღირიცხოს   შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტოსთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში   შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტოსთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                           დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები