საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში N 528/13, 22.07.05 ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2005
მიღების თარიღი აგვისტო 19, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაში N528/13, შპს „საქაერონავიგაციისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ, დაშვებულ იქნა ტექნიკური ხასიათის უზუსტობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაში N528/13, შპს „საქაერონავიგაციისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მიენიჭოს შპს „საქაერონავიგაციას“ სიხშირეები ზოლის სიგანით 14 მგჰც ქ.თბილისში მონაკვეთებზე: აეროპორტი – რადიოლოკატორი, 12934.75 მგჰც და 13200.75 მგჰც; რადიოლოკატორი – რადიოლოკატორი, 12948.75 მგჰც და 13214.75 მგჰც; აეროპორტი – თბილისი, 12962.75 მგჰც და 13228.75 მგჰც და ქ.სენაკში, აეროპორტი – სატელევიზიო ანძა, 12934.75 მგჰც და 13200.75 მგჰც, ერთი წლის ვადით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი