წვდომის მენიუ

შპს „სტერეო +“-ისთვის სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 562 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 05, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +“-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 2002 წლის 19 ივნისის N 5ა/4-3306 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 3, 14.06.05.) რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო +“-მა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად 2005 წლის 22 ივლისს შეავსო ავტორიზაციის დეკლარაცია და გაირა ავტორიზაცია სამაუწყებლო ქსელით უზრუნველყოფასა და სამაუწყებლო მომსახურების მიწოდებაზე. მისი მონაცემები შეტანილია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

რადიოსარელეო სიხშირე განსაზღვრულია საეთერო პირდაპირი ჩართვებისთვის მრავალწერტილიანი ციფრული ვიდეო ნაკადების სინქრონიზაციისთვის.    “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „სტერეო +“-ს რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირების სინქრონიზაციისთვის 71.0 მგჰც სიხშირე;

2. აღირიცხოს შპს „სტერეო +“-ისთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „სტერეოს +“-ისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული 

რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

    კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები