წვდომის მენიუ

შპს “მეგა ტვ”-ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 561 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 05, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს “მეგა ტვ”-მ (რეგისტრირებული ხონის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 30 ოქტომბრის N 58/4-21 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებებით (N 17, 11.07.05. და N 18, 25.07.05.) ქ. ქუთაისიდან ქ. ხონამდე (შპს “მეგა ტვ”-ის სატელევიზიო გადამცემი სადგურის განთავსების ადგილამდე) რადიოსარელეო კავშირის მოწყობის მიზნით  სიხშირეების მინიჭების თაობაზე.

შპს “მეგა ტვ” ლიცენზიის (N 213, 31.12.2011) პირობების შესაბამისად აწარმოებს ტელეპროგრამების ტრანსლირებას ქ. ხონსა და მიმდებარე რაიონებში მე-2 სატელევიზიო არხზე 100 ვტ-დე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

რადიოსარელეო სიხშირეები განსაზღვრულია ქ. ქუთაისიდან პირდაპირი (მობილური) სატელევიზიო ჩართვების განსახორციელების მიზნით, სიგნალის მისაწოდებლად ქ. ხონში შპს “მეგა ტვ”-ის სატელევიზიო გადამცემის განთავსების პუნქტამდე და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “მეგა ტვ”-ის 2340 მგჰც სიხშირე ქ. ქუთაისში მობილური რადიოსარელეო კავშირისთვის; 4430 მგჰც სტაციონარული რადიოსარელეო ხაზის ქ. ქუთაისი (სს “საქართველოს ელექტროკავშირის” ასს შენობა) - ქ. ხონი (შპს “მეგა ტვ-ის სატელევიზიო გადამცემის განთავსების პუნქტი) ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით N 213 ლიცენზიის მოქმედების ვადით (31.12.2011);

2.   აღირიცხოს შპს “მეგა ტვ”-ისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “მეგა ტვ”-ისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

 კომისიის  თავმჯდომარე                                                           დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები