წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 559 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 05, 2005

        “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე  კომისის დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტისა შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ი. ლორიას ინფორმაცია კომისიის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ;

2. შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 8 ივლისის კომისიის N 487/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის საშტატო განრიგში და დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (დანართი 1);

3.  კომისიის აპარატის ფინანსურმა სამსახურმა (ი. აბულაძე) აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით მოახდინოს ხელფასების გადაანგარიშება;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 1ა)  ერთი თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                        დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები