წვდომის მენიუ

სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გივი ბიჭოლაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: 558 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 05, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 9/56-05, 14.07.05.) მიმართა მოქალაქე გივი ბიჭოლაშვილმა (მცხ. თელავის რაიონი, სოფ. კურდღელაური; პირადობის მოწმობის N ა 0078516) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვის მიღების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ გივი ბიჭოლაშვილი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი 4L4GB.

         “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს რადიომოყვარულ გივი ბიჭოლაშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით:

რეგისტრაციის N

რადიოსადგურის მფლობელი

რადიოსადგურის განთავსების ადგილი, ტიპი და N

სახმობი

კატეგორია

A - 008

გივი ბიჭოლაშვილი

ქ. თელავი, რობაქიძის ქ. 37 კორპუსი, სტაციონალური თვითნაკეთი რ/სადგური

4L4GB

„A“

2.   რადიომოყვარული გივი ბიჭოლაშვილი ვალდებულია რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების  მოქმედი შესაბამისი ინსტრუქციების  მიხედვით დაიცვას რეგისტრაციისა და გამოყენების ყველა მოთხოვნა.

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                    დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები