საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის მეორე კვარტლის (6 თვის) ბიუჯეტის მუხლებისშესრულების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2005
მიღების თარიღი აგვისტო 05, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2005 წლის კომისიის დამტკიცებული ბიუჯეტის წლიური გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის (6 თვე) დარიცხულმა სუფთა წლიურმა შემოსავალმა, გარდა კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური რეზერვის ფონდისა, რომელიც კომისიის ბიუჯეტში (საოპერაციო ნაწილით) შეადგენს წლიურ 2,440,655.67 ლარს, რეგულირების საფასურის, უნივერსალური მომსახურების ანგარიშისა და სალიცენზიო გადასახდელების ჩათვლით, ნაცვლად 2005 წლის ექვსი თვის ბიუჯეტით გათვალიწინებული 2,000,000.00 ლარისა შეადგინა 11,454,439.02 ლარი (ანგარიში თან ერთვის). აღნიშნული თანხა მოიცავს კონკურსამდე სალიცენზიო გადასახდელის წინასწარ ჩარიცხულ 10 %-ს 4 მაძებელ კომპანიაზე, რომელიც შეადგენს 3,396,556.80 (849,139.20 * 4) ანუ სუფთა შემოსავალი შეადგენს 8,057,882.22 ლარს რაც 6,057,882.22 ლარით (302.89%) მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე.
ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ექვსი თვის სუფთა (საოპერაციო) შემოსავალი კომისიის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 150.22%-ით მეტია, ანუ ექვსი თვის შემოსავალმა ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 3,220,327.84 ლარისა (6,440,655.67 :2) შეადგინა 8,057,882.22 ლარი ანუ 4,837,554.38 ლარით მეტი.
მიუხედავად 2005 წლის მეორე კვარტლის შემოსავლების ზრდისა, გეგმიურთან შედარებით 1,668,777.77 ლარით ანუ 53.61 %-ით ნაკლებია კომისიის 2005 წლის ექვსი თვის ხარჯვითი ნაწილი, რომელმაც 3,112,522.00 ლარის ნაცვლად შეადგინა 1,443,743.73 ლარი.
მიუხედავად ხარჯვითი ნაწილის საერთო ეკონომიისა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეულ მუხლებში მაინც აღინიშნა გადახარჯვები, რაც განპირობებულია იმით, რომ კომისიის დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუქტის თანახმად, ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომია და დამატებითი შემოსავლები, მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოყენებულ იქნა სხვა მუხლების დასაფინანსებლად. კერძოდ:
--- 69,233.68 ლარით ანუ 173.08%-ით გაზრდილია სხვა საერთო ხარჯების მუხლით გათვალისწინებული დანახარჯები, რომელმაც ნაცვლად 40,000.00 ლარისა შეადგინა 109,234.00 ლარი. აღნიშნული გადახარჯვა ძირითადად გამოწვეულია კომისიის მიერ ისეთი ხარჯების ზრდით, როგორიცაა სარეკლამო სააგენტოს მეშვეობით განცხადებების გავრცელების ღირებულება, რომელმაც ექვსი თვის მონაცემების მიხედვით შეადგინა - 36,628.60 ლარი, შენობის დაცვის ხარჯებმა - 14,400.00 ლარი, ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების თანხამ 27,865.18, ხოლო სხვა საერთო სამეურნეო ხარჯებმა 10,841.42 ლარი და სხვ.
----წარმომადგენლობითმა ხარჯებმა ნაცვლად 5,000.00 ლარისა შეადგინა 15,555.60 ლარი, რაც 10,555.60 ლარით ანუ 211.11 %-ით მეტია კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ამავე დროს, კომისიის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში ექვსი თვის შედეგების მიხედვით მიღებულია ეკონომია. კერძოდ.
---კომუნიკაციების, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯვის ფაქტიური ნაწილმა შეადგინა 45,139.80 ლარი, რაც გეგმიურთან შედარებით 4,860.20 ლარით ანუ 9.72%-ით არის ნაკლები;
---- 2005 წლის ექვსი თვის მონაცემების მიხედვით ასევე ეკონომიაა მიმდინარე რემონტის ფაქტიური ხარჯვითი ნაწილში, რომელმაც ნაცვლად კომისიის ბიუჯეტის შესაბამისი პერიოდისთვის დამტკიცებული 125,000.00 ლარისა შეადგინა 116,497.91 ლარი.
-- საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების დანახარჯებმა 14,779.20 ლარი ანუ დაგეგმილზე 15,220.80 (49.26%-ით) ლარით ნაკლები შეადგინა, რაც ძირითადად განაპირობა აღნიშნული მუხლების ფაქტიური ხარჯის შემცირებამ. მათ შორის: საკანცელარიო ხარჯებმა შეადგინა - 4,749.70 ლარი, ხოლო პოლიგრაფიულმა ხარჯებმა - 3,778.00 ლარი.
--ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა 77,279.37 ლარი ანუ შესაბამის პერიოდში ბიუჯეტით დამტკიცებულზე 1,172,720.63 ლარით ნაკლები შეადგინა, რაც ძირითადად განაპირობა, სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენი თანხის ნაწილობრივმა (ხელშეკრულების მიხედვით) აუთვისებლობამ.
---კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა და ექსპერტთა მომსახურებისა და სხვა ხარჯები ექვსი თვის მონაცემების მიხედვით შეადგენს 10,867.51 ლარს ანუ 14,132.49 ლარით ანუ (56.53%)-ით ნაკლებს.
--ეკონომიაა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ძირითად ხარჯვით ნაწილშიც, რომელმაც ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 124,975.00 ლარისა, შეადგინა 80,489.26 ლარი, ანუ 44,485.74 ლარით ნაკლები.
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2005 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ 2001 წლიდან დღემდე ანუ 2005 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ჩარიცხული თანხების რაოდენობამ შეადგინა 3,525,538.43 ლარი, ხოლო მხოლოდ 2005 წელს ჩარიცხული იქნა 2,684,950.88 ლარი.
მ/წლის 30 ივნისის მდგომარეობით (დანართი 5) ლიცენზიის მფლობელი 10 კომპანიის მხრიდან სალიცენზიო გადასახდელების დავალიანება შეადგენს 130,489.11 ლარს (შპს „თვალი“ – 2,994.59 ლარი, შპს „რუსთავი 2“ – 109,790.36 ლარი, შპს „ევროპა პლუს თბილისი“ – 831.60 ლარი, შპს „ობიექტივი“ – 4,107.60 ლარი, შპს „ახმეტა ტვ“ – 462.09 ლარი, შპს „ქუთაისი“ – 1,251.36 ლარი, შპს „იმპერია“ – 1,040.00 ლარი, შპს “სუპერპეიჯი” 1,461.60 ლარი, შპს “ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია” - 8,549.91 ლარი).
კომისია აღნიშნავს, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად: “რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ერთობლივ შემოსავალსა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის გაწეულ მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 1 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე “რეგულირების საფასური” .
ხოლო “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე5 პუნქტის შესაბამისად: “რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები. რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაა არა უმეტეს 1 პროცენტი ლიცენზიის მფლობელის შემოსავლიდან, რომელშიც შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე). რეგულირების ყოველწლიური საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელის შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით”.
აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობისა და ლიცენზიის განსაზღვრული პირობების დარღვევას წარმოადგენს. მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესის შეუსრულებლობა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: “ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა”.
ხოლო “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად: “ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა”.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ლიცენზიის მფლობელი ზოგიერთი კომპანიის მხრიდან ჯერ კიდევ ადგილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში დიდი დაგვიანებით წარმოდგენის ფაქტებს, რაც აფერხებს საანგარიშო პერიოდში შესაბამისი შემოსავლების ზუსტი ოდენობის დროულ დადგენას. როგორც კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ანალიზიდან ირკვევა, მ/წლის 30 ივნისის მდგომარეობით:
ბოლო 3 და მეტი თვის განმავლობაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები ლიცენზიის მფლობელ 28 კომპანიას (დანართი N1);
ნულოვანი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები წარმოადგინა 6-მა კომპანიამ (დანართი N2);
საერთოდ არც ერთხელ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები 37 კომპანიას (დანართი N3).
ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ მ/წლის 30 ივნისის მდგომარეობით გადახდილმა რეგულირების საფასურის თანხამ შეადგინა 2,598,940.57 ლარი, ხოლო დავალიანებამ მ/წლის 30 ივნისის მდგომარეობით – 1,228,679.52 ლარი (დანართი 7), რომელიც ირიცხებოდა 82 ლიცენზიის მფლობელ კომპანიაზე, რომელთაგანაც უმეტესი თანხა 1,216,156.13 ლარი (99%) ლიცენზიის 18 მფლობელზე ნაწილდება (შპს “ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია” – 1,206.16 ლარი, ს/ს “ეგრისი” – 67,285.85 ლარი, შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” – 3,167.02 ლარი, სს „გლობალ ერთი“ – 25,894.98 ლარი, სს „საქართველოს ელექტროკავშირი“- 701,790.00 ლარი, შპს „ტელეიმედი“ – 12,200.29 ლარი, შპს „ვანექსი“ – 2,618.91 ლარი, „საქტელკომ პლიუსი“ – 8,754.54 ლარი, შპს „საქაერონავიგაცია“ – 1,252.54 ლარი, შპს „ახალი ქსელები“ ქუთაისი -1 7,791.98 ლარი, შპს „ჯეონეთი“ – 5,342.21 ლარი, შპს „ჯეოსელი“- 103,276.10 ლარი, შპს „ახტელი“ – 2,532.81 ლარი , შპს „ჯორჯია ონლაინი“ - 41,926.14 ლარი, შპს „ტელენეტი“ – 12,450.67 ლარი, შპს „მაგთიკომი“ – 167,095.78 ლარი, შპს „საქართველოს ფოსტა“ - 5,857.00 ლარი, შპს „რუსთავი 2“ – 35,713.15 ლარი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის უფროსის ი.აბულაძის ინფორმაცია კომისიის 2005 წლის ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
2. დამტკიცდეს წარმოდგენილი 2005 წლის პირველი კვარტლის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:
ა) დარიცხული შემოსავლები-------------------------8,057,882.22;ლარი;
ბ) საოპერაციო ხარჯები-------------------------------1,366,464.36 ლარი;
გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები---- 77,279.37 ლარი;
დ) პრემირების ფონდი----------------------------------3,307,069.24 ლარი;
ე) ფინანსური რეზერვის ფონდი--------------------- 3,307,069.24 ლარი.
3. დამტკიცდეს 2005 წლის ექვსი თვის კომისიის შემოსავლების ხარჯებზე გადამეტება 6,614,138.49 ლარის ოდენობით;
4. დაევალოთ კომისიის აპარატის მონიტორინგის, მაუწყებლობის მონიტორინგის და ფინანსურ სამსახურებს, სისტემატური კონტროლი დააწესონ ლიცენზიის მფლობელთა მხრიდან სალიცენზიო პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე;
5. კომისიის აპარატის შესაბამისმა სამსახურებმა ხელი შეუწყონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N1 დადგენილებით დამტკიცებული “რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ“ ნორმატიული აქტის შესრულებას;
6. დაევალოთ კომისიის აპარატის მაუწყებლობისა და სამართლებრივ საკითხთა სამსახურებს ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1-ა) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის საფინანსო სამსახურს (ი. აბულაძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი