საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2005
მიღების თარიღი აგვისტო 05, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 05 აგვისტოს N 52 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის N52 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 („ურთიერთჩართვის მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 ივნისის № 9 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ) საკითხი მ/წლის 12 აგვისტოს კომისიის N53 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. წარმოდგენილ კომისიის N 52 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 5 (ხუთი) საკითხი:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ლორია);
ბ) ინდივიდუალური მეწარმე ემზარ ზოიძისთვის ტელემაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
გ) შპს “მეგა ტვ”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
დ) შპს “სტერეო +”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ე) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის “შრომის ანაზღაურების, პრემირებისა და ფინანსური რეზერვის ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (მომხს.გ. ბუთბაია);
3. დამტკიცდეს კომისიის N 52 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი