რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2005
მიღების თარიღი აგვისტო 05, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 11 მარტის N145 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შემოიტანა ხუთმა ლიცენზიის მაძიებელმა: შპს „მაგთიკომმა“, შპს “ჯეოსელმა”, შპს “მულტიტელკომმა”, შპს “მუსიკალურმა იმედმა” და სს „საქართველოს ელექტროკავშირმა“.
კომისიის მიერ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 2005 წლის 17 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N411/22 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 11 მარტის N 145 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის და ამავე გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ნაცვლად აუქციონის ჩატარების შესახებ“, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისობაში იქნა მოყვანილი “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონთან. გადაწყვეტილება დაეგზავნა კონკურსში მონაწილე პირებს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“, შპს “ჯეოსელის”, შპს მუსიკალური იმედის” და შპს „მულტიტელკომის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და აუქციონის პირობებს. 2005 წლის 3 აგვისტოს შპს “მულტიტელკომმა” უარი განაცხადა აუქციონში მონაწილეობაზე (წერილი N 8/222-05 ).
აუქციონი ჩატარდა 2005 წლის 5 აგვისტოს კომისიის სხდომაზე. აუქციონში მონაწილეობა მიიღო შპს „მაგთიკომმა“, შპს “ჯეოსელმა” და შპს „მუსიკალურმა იმედმა“.
აუქციონის მიმდინარეობა ასახულია კომისიის სხდომის ოქმში (N 51 ).
აუქციონის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 28 ბიჯი, სულ 20,379,352.00 (ოცი მილიონ სამას სამოცდაცხრამეტი ათას სამას ორმოცდათორმეტი) ლარი დააფიქსირა შპს „მაგთიკომმა“.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. რადიოსიხშირული სპექტრით (1935 მგჰც - 1950 მგჰც; 2125 მგჰც – 2140 მგჰც; 1915 მგჰც - 1920 მგჰც) სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „მაგთიკომი“;
2. განისაზღვროს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 20,379,352.00 (ოცი მილიონ სამას სამოცდაცხრამეტი ათას სამას ორმოცდათორმეტი) ლარით;
3. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“:
ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის ანუ 2,037,935.20 (ორი მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ოცდათხუთმეტი ლარი და 20 თეთრი) ლარის გადახდა 2005 წლის 5 სექტემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - N200122900
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107
სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - N300043018
ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ს (2,037,935.20 ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% (849,139.20 ლარი) ანუ 1,188,796.00 (მილიონ ასოთხმოცდარვა ათას შვიდას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა 2005 წლის 5 სექტემბრამდე კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ბანკი: ს/ს “ინეტელექტბანკი’’-ს ცენტრალური ფილიალი;
- ბანკის კოდი: 220101933
- ა/ანგარიში N360700050
- საკორესპოდენტო ანგარიში: N900161135
გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის ანუ 2,037,935.20 (ორი მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ოცდათხუთმეტი ლარი და 20 თეთრი) ლარის გადახდა 2005 წლის 5 სექტემბრამდე უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი (ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური) |
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
კოდი |
220101107 |
ანგარიშის N |
000141408 |
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი (ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური) |
4. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (14,265,546.40 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს, თანაბარწილად ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
5. შპს „მაგთიკომის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე მუხლში გათვალისწინებული თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და შპს „მაგთიკომს“ ბეს სახით გადახდილი თანხა (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) აუქციონის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
7. კომისიის ადმინისტრაციამ (ნ.ჯანელიძე) უზრუნველყოს აუქციონში მონაწილეებისთვის წინამდებარე გადაწყვეტილების და კომისიის 2005 წლის 5 აგვისტოს სხდომის ოქმის ასლების გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი