შპს “ჯეოსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2005
მიღების თარიღი ივლისი 29, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (16.06.2005წ.), ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურების ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობისთვის ლიცენზიის გაცემის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ჯეოსელი” ფლობს NN 261, 1139, 1365 ლიცენზიებს ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე. კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „ჯეოსელს“ გამოეყოს კოდი მობილურ სატელეფონო ქსელში შესაღწევად 8-5-5 (რვა-ხუთი-ხუთი) 10 წლის ვადით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნუმერაციის რესურსით 8-5-5 (რვა-ხუთი-ხუთი) სარგებლობის ლიცენზია N N 9 შპს “ჯეოსელს” საქართველოს ტერიტორიაზე 10 წლის ვადით;
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს “ჯეოსელი” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი