საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2005
მიღების თარიღი ივლისი 26, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 26 ივლისის N 48 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ კომისიის N 48 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) შპს “ტელეკომსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
2. დამტკიცდეს კომისიის N 48 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი