წვდომის მენიუ

შპს “ირაო სტილი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 430 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2005

მიღების თარიღი ივნისი 24, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ირაო სტილმა“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 თებერვლის N 5/4-2744  დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N5, 25.05.2005 წ.), მომხმარებლისათვის ერთიანი მომსახურების ცენტრის შექმნისათვის ნუმერაციის რესურსის 8-8-0 (რვა-რვა-ნული) გამოყოფის შესახებ.

კომისია აღნიშანავს, რომ შპს “ირაო სტილმა” 2005 წლის 22 ივლისს შეავსო ავტორიზაციის დეკლარაცია, რომელშიც მომსახურების სახედ განსაზღვრულია:  ა) ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელით უზრუნველყოფა; ბ) ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება და გაიარა ავტორიზაცია კომისიაში. კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „ირაო სტილს“ ზემოაღნიშნული მომსახურების განსახორციელებლად გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 8-8-0 (რვა-რვა-ნული) 10 წლის ვადით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  48-ე მუხლის მეორე პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს 8-8-0 (რვა-რვა-ნული) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ლიცენზია N N 1  შპს “ირაო სტილს” საქართველოს ტერიტორიაზე 10 წლის ვადით;

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს “ირაო სტილი”  ვალდებულია, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის  თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

        კომისიის თავმჯდომარე                                                დ.ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები