სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ იური ღვინიაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2005
მიღების თარიღი ივნისი 24, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 9/38-05, 13.06.05.) მიმართა მოქალაქე იური ღვინიაშვილი (მცხ. ქ. თბილისი, თემქა, მე-11 მკრ-ნი, მე-2 კვ, 28ა კორპუსი, ბინა 38; პირადობის მოწმობის N ა 0458220) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვის მიღების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ იური ღვინიაშვილი 1984 წლიდან არის რადიომოყვარული, არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი 4L4AL.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ იური ღვინიაშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით:
ნებარ- თვის N |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი, ტიპი და N |
სახმობი |
კატეგორია |
A - 001 |
იური ღვინიაშვილი |
თბილისი, თემქა, მე-11 მკრ-ნი, მე-2 კვ, 28ა კორპუსი, სტაციონალური თვითნაკეთი რ/სადგური |
4L4AL |
„A“ |
2. რადიომოყვარული იური ღვინიაშვილი ვალდებულია რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების მოქმედი შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით დაიცვას რეგისტრაციისა და გამოყენების ყველა მოთხოვნა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი