წვდომის მენიუ

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 425 / 14

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2005

მიღების თარიღი ივნისი 24, 2005

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრის წერილები (№ 11.3-07/3686 15.04.05. და № 11.3-07/3460, 11.04.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის KERCH – 27 TBK, PARKOVE – 28  TBK, NIKITA – 32  TBK, SEVASTOPOL – 44  TBK, ALUSHTA – 28  TBK, SOVIETSKYI – 31  TBK, KERCH-0 – 32  TBK და ALUPKA – 40 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

                 “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის  PARKOVE – 28  TBK, NIKITA – 32  TBK, SEVASTOPOL – 44  TBK, ALUSHTA – 28  TBK, SOVIETSKYI – 31  TBK, KERCH-0 – 32  TBK და ALUPKA – 40 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ 11.3-07/3686 15.04.05. და № 11.3-07/3460, 11.04.05. წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

  კომისიის თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები