წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 424 / 14

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2005

მიღების თარიღი ივნისი 24, 2005

 

 

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/0516, 29.03.05; № UMS-50/0637, 13.04.05. და № UMS-50/0564, 04.04.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის DERBENT – 102.7 MHz, TUAPSE – 104.6 MHz, NEVINNOMYSSK – 100.2 MHz და DZHALGAN DAG – 106.4 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

                “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის DERBENT – 102.7 MHz, NEVINNOMYSSK – 100.2 MHz და DZHALGAN DAG – 106.4 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS-50/0516, 29.03.05; № UMS-50/0637, 13.04.05. და № UMS-50/0564, 04.04.05. წერილების დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურის შესახებ კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში (თ. ძაგნიძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვის და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

 

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                  დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები