წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 423 / 14

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2005

მიღების თარიღი ივნისი 24, 2005

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (N UMS-50/0615; N UMS-50/0647; N UMS-50/0665 და N UMS-50/0664, 13.04.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის DERBENT DAG – 31 TBK, GUNI CHECH – 11 TBK, KALAUS CHECH – 5  TBK, DZHEGUTA  KAR-CHER – 8 TBK, DUSRAH DAG-12 TBK, ASHTY DAG-12 TBK, TANDO DAG-2 TBK, KARDIB DAG-9 TBK, KISLOVODSK STAVR-34 TBK (MOD), ELBRUSSKII KAR-CHER-10 TBK, ELBRUSSKII KAR-CHER-12 TBK, NIZHNIAYA MARA KAR-CHER-2 TBK, KAMENOMOSTSKII KAR-CHER-4 TBK (MOD), VERHNIAYA MARA KAR-CHER-T TBK (MOD), GOTSATL DAG-4 TBK (MOD), SHALIB DAG-5 TBK (MOD), KULI DAG-7 TBK (MOD), PKHIILA KAR-CHER-4 TBK, BULUNGU KAB-BALK-6 TBK (MOD), TERSKOL KAB-BALK-12 TBK (MOD), BYLYM KAB-BALK-21 TBK, LESKEN KAB-BALK-7 TBK, VERHNII BAKSAN KAB-BALK-7 TBK (MOD), KICHMALKA KAB-BALK-7 TBK (MOD), TASHLY-TALA KAB-BALK-9 TBK, VERHNII ARGUDAN KAB-BALK-4 TBK (MOD), NIZHNII CHEGEM KAB-BALK-3 TBK, BEDYK KAB-BALK-6 TBK (MOD) და KURSKAYA STAVR -10 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.           წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.            

  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის DERBENT DAG – 31 TBK, GUNI CHECH – 11 TBK, KALAUS CHECH – 5  TBK, DZHEGUTA  KAR-CHER – 8 TBK, DUSRAH DAG-12 TBK, ASHTY DAG-12 TBK, TANDO DAG-2 TBK, KARDIB DAG-9 TBK, KISLOVODSK STAVR-34 TBK (MOD), ELBRUSSKII KAR-CHER-10 TBK, ELBRUSSKII KAR-CHER-12 TBK, NIZHNIAYA MARA KAR-CHER-2 TBK, KAMENOMOSTSKII KAR-CHER-4 TBK (MOD), VERHNIAYA MARA KAR-CHER-T TBK (MOD), GOTSATL DAG-4 TBK (MOD), SHALIB DAG-5 TBK (MOD), KULI DAG-7 TBK (MOD), PKHIILA KAR-CHER-4 TBK, BULUNGU KAB-BALK-6 TBK (MOD), TERSKOL KAB-BALK-12 TBK (MOD), BYLYM KAB-BALK-21 TBK, LESKEN KAB-BALK-7 TBK, VERHNII BAKSAN KAB-BALK-7 TBK (MOD), KICHMALKA KAB-BALK-7 TBK (MOD), TASHLY-TALA KAB-BALK-9 TBK, VERHNII ARGUDAN KAB-BALK-4 TBK (MOD), NIZHNII CHEGEM KAB-BALK-3 TBK, BEDYK KAB-BALK-6 TBK (MOD) და KURSKAYA STAVR -10 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/0615; N UMS-50/0647; N UMS-50/0665 და N UMS-50/0664, 13.04.05. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში (თ. ძაგნიძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).    

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები