წვდომის მენიუ

შპს “ჯორჯია სექიურითისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 422 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2005

მიღების თარიღი ივნისი 24, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\\\\\") აღნიშნავს, რომ შპს “ჯორჯია სექიურითიმ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის N 5ა/4-3390 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/35, 30.05.05.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის მინიჭების  თაობაზე. შპს “ჯორჯია სექიურითის” საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, წარმოადგენს მოქალაქეთა სიცოცხლის, მათი მატერიალური ქონების დაცვა ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამ მიზნით დაცვის ტექნიკური სისტემების მონტაჟი და ექსპლოატაცია. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს დაცვის ობიექტებთან და საპატრულო სამსახურებთან ოპერატიული კავშირისთვის ქ. თბილისში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს “ჯორჯია სექიურითის”  150.550 მგჰც, 156.500 მგჰც და 167.025 მგჰც სიხშირეები  ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “ჯორჯია სექიურითისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ჯორჯია სექიურითისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს   ქ. თბილისის   საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

5.   კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების     შესრულებაზე       დაევალოს       სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს         (ს. შავგულიძე). 

კომისიის  თავმჯდომარე                                                         დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები