შპს “ახალი ქსელებისთვის" სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2005
მიღების თარიღი ივნისი 24, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს “ახალმა ქსელებმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 2 აგვისტოს N 5ა/4-477 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 319, 13.05.05.) ქ. თბილისში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს რადიოსარელეო კავშირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ახალ ქსელებს” 1680.0-1683.5 მგჰც და 1685.0-1688.5 მგჰც სიხშირული დიაპაზონი (გატარების ზოლი 3.5 მგჰც) ქ. თბილისში რადიოსარელეო კავშირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს “ახალი ქსელებისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ახალი ქსელებისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი