საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2005
მიღების თარიღი ივნისი 24, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 24 ივნისის N 41 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ კომისიის N 41 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:
ა) დ. ქიტოშვილისათვის მორიგების აქტის ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
ბ) შპს “ბლექ სი ჯორჯიასთვის” საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
გ) შპს “ირაო სტილისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
დ) შპს “ჯეოსელისთვის” დოკუმენტაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
2. დამტკიცდეს კომისიის N 41 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი