წვდომის მენიუ

კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 410 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2005

მიღების თარიღი ივნისი 17, 2005

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე.

კანონმდებლობით მაუწყებლებისათვის განსაზღვრული ვალდებულებების, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების, აგრეთვე, სამაუწყებლო ზონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არსებული სიხშირული  რესურსის მიზნობრივი და ოპტიმალური გამოყენების, ხარისხიანი მაუწყებლობის მიწოდების წინაპირობების შექმნის მიზნით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტისა და 41-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

ა:

1. გამოცხადდეს კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად შემდეგი პირობებით:

ა) ერთი გადამცემის გამოყენებით, პირველ სამაუწყებლო ზონაში:

 

ქალაქი

სამაუწყებლო ზონა

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

FM რადიო-სიხშირე მგჰც

სიმძ კვტ

ანტენის გასხივების დიაგრამა

სამაუწყებლო ზონის საშ.რად კმ

თბილისი

1

თბილისის ანძა

44E47; 41N41

100

94.3

1

წრიული

25

შენიშვნა:

    სამაუწყებლო ზონები განსაზღვრულია კომისიის 2003 წლის 13 ივნისის N267 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით.

    გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია საანძო კონსტრუქციისათვის. შესაძლებელია ანძის კონსტრუქციის აგება აღნიშნული კოორდინატებიდან 1 000 (ერთი ათასი) მეტრის რადიუსში ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნებით (კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი ნებართვების მიღების შემთხვევაში).                                                            

ბ) სამოქმედო ზონა – ქ. თბილისი. (სამაუწყებლო ზონა  - 1)

გ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 10.692,00  (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარით;

დ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2005 წლის 23 სექტემბერი 15:00  საათი; 

ე) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  მოხდეს 2005 წლის 14 ივლისის 17:00 საათამდე;

ვ)  მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2005 წლის 22 ივლისის 16:00 საათი;

ზ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა განისაზღვროს  12  საათით;

2. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც   ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

გ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

დ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

ე) მაუწყებლობის  სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;

3. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია;

ბ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ფიზიკური პირისათვის აგრეთვე პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) განსახორციელებელი საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა;

ე) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;

ვ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

ზ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326;

     -კოდი: 220101830;

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით, კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-12 პუნქტის შესაბამისად.

4. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, \\\\\\\\\\\\\\\"მაუწყებლობის შესახებ\\\\\\\\\\\\\\\" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეკრძალება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს ან თანამშრომელს;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირს;

გ) პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის  თანამდებობის პირს;

5. მოსამზადებელ სხდომაზე ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და მათზე დართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის. ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის

არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია აფრთხილებს ლიცენზიის მაძიებელს და აძლევს მას დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღეს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის.

6. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

7. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

8.კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება პროგრამირების ასპექტის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით  კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება:

ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა;

ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

9. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით.

10. თუ კონკურსში მონაწილეობს ერთი ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

11. კომისია იღებს და აქვეყნებს დეტალურად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) ინტერნეტში; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში;

12. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის ანგარიშზე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის  წარმოდგენიდან  7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი (80 %) ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის გასვლიდან მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში თანაბარწილად ლიცენზიის მოქმედების ვადის ყოველი მომდევნო წლის პირველივე თვის განმავლობაში სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად;

13. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის  გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება.

14.კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

15.კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა და მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონის სრულად დაფარვა ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;

16. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

17. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მაუწყებლობის დაწყების შემდეგ კვირაში ერთხელ კომისიას მიაწოდოს და გამოაქვეყნოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

18. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას კონკურსის პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ  დოკუმენტაციაში  აღნიშნული  პირობები  აისახება  კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც ტელერადიომაუწყებლობის ოპერატორის ვალდებულებები;

19. კომისია უარს ეტყვის ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე, თუ ლიცენზიის მაძიებელმა კონკურსში ვერ გაიმარჯვა. ლიცენზიის გაცემაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. ლიცენზიის გაცემაზე კომისიის უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში;

20. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად  მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას.  ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებულია ნებართვის გაცემაზე  უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან  შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად.

21. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ს.ბრიტანჩუკს) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

22. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

23. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                        დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები