წვდომის მენიუ

შპს “ობიექტივი 2”-ის N499 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 385 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2005

მიღების თარიღი ივნისი 17, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს “ობიექტივი-2”-მა კომისიას მიმართა განცხადებით                        (N6 13.05.2005 წ.) N499 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ობიექტივი 2” ფლობს N499 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საეთერო ტელემაუწყებლობას 35-ე სატელევიზიო არხზე 2 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში.

2005 წლის 18 იანვარს ძალაში შევიდა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის  38-ე მუხლში განსაზღვრულია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ახალი სახეები. ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა აგრეთვე კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოდიფიცირებულ იქნას შპს “ობიექტივი 2”-ის N499 ლიცენზია და ლიცენზიის სახეობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სპეციალიზებული (ტელეშოპინგი) ტელემაუწყებლობა.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ  ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის, 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოდიფიცირებულ იქნას შპს “ობიექტივი-2”-ის N499 ლიცენზია და ლიცენზიის სახე, სახეობა, მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა:  სპეციალიზებული (ტელეშოპინგი) ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

ტექნიკური პარამეტრები: 35-ე სატელევიზიო არხი, გადამცემის სიმძლავრე 2 კვტ.”

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აცნობოს შპს “ობიექტივი 2”-ს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოდიფიცირების  თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს  (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                დ.ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები