წვდომის მენიუ

საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 382 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2005

მიღების თარიღი ივნისი 17, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N720 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ერთი გადამცემის გამოყენებით მე-4 სამაუწყებლო ზონაში.

                  კომისიის 2004 წლის 25 დეკემბრის N720 გადაწყვეტილებით განისაზღვრა: საკონკურსო სხდომის თარიღად - 2005  წლის 15 აპრილის 1300 საათი;   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად - 2005 წლის 24 თებერვლის 17 საათი. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა - 34382.81 (ოცდათოთხმეტი ათას სამას ოთხმოცდაორი) ლარით;  ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი საეთერო საერთო  ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა “ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2005 წლის 18 იანვარს ძალაში შევიდა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2005 წლის 22 თებერვლის N110 გადაწყვეტილებებით ცვლილებები შევიდა კომისიის 2004 წლის 23 დეკემბრის N720 გადაწყვეტილებაში და კონკურსის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2005 წლის 17 ივნისი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების თარიღად 2005 წლის 4 მარტი. 

განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა შპს “შიდა ქართლის ტელეკომპანიამ“.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 3 ივნისს მიღებული იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმად ცვლილებები შევიდა ლიცენზიის გაცემის პროცედურაში. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონი შეტანილი ცვლილებების შედეგად აღარ ითვალისწინებს ქვეკომისიის არსებობას და თითოეული ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის ექსპერტიზას კონკურსის ჩატარებამდე. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად  მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებულია ნებართვის გაცემაზე  უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან  შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი აღნიშნული ცვლილებიდან  გამომდინარე, კომისიაში ქვეკომისიის სხდომა არ გამართულა.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: „თუ კონკურსში მონაწილეობს ერთი ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში“. კონკურსში მონაწილემ შპს “შიდა ქართლის ტელეკომპანიის“ დირექტორმა, ბატონმა ბ. ნიჟარაძემ დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 34,382.81 (ოცდათოთხმეტი ათას სამას ოთხმოცდაორი ლარი და 81 თეთრი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “შიდა ქართლის ტელეკომპანია“, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 34382.81 (ოცდათოთხმეტი ათას სამას ოთხმოცდაორი ლარი და 81 თეთრი) ლარი; 

2.   სალიცენზიო გადასახდელის  20% - 6,876.56  (ექვსი ათას რვაას სამოცდათექვსმეტი ლარი და 56 თეთრი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 3,438.28 (სამი ათას ოთხას ოცდათვრამეტი ლარი და 28 თეთრი) ლარის გამოკლებით მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე 2005 წლის 18 ივლისამდე:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326

     -კოდი: 220101830

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი  80% ანუ 27,506.25 (ოცდაშვიდი ათას ხუთას ექვსი ლარი და 25 თეთრი)  ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ს.ბრიტანჩუკი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

5. კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

6. წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტში გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას  შპს “შიდა ქართლის ტელეკომპანიისათვის“  ლიცენზიის გაცემის თაობაზე;

7. შპს “შიდა ქართლის ტელეკომპანიის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე პუნქტით განსაზღვრული თანხის 2005 წლის 18 ივლისამდე გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

8. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად  მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას.  ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებულია ნებართვის გაცემაზე  უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან  შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები