წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 142 სს „ტელენეტისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 142 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2005

მიღების თარიღი მარტი 11, 2005

სს „ტელენეტისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  სს „ტელენეტმა„  (რეგისტრირებული  ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული  სასამართლოს 2002 წლის 28 იანვრის  N 06/5-32 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით  (N 1/189, 15.02.05.) მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების თაობაზე. სს „ტელენეტი, N 1437 , 26.11.04.  ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს მონაცემთა გადაცემას და ინტერნეტის საკაბელო ქსელის მომსახურებას.

       „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ   

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა სს „ტელენეტს„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;

2.   უზრუნველყოს სს „ტელენეტმა”, საჭიროების შემთხვევაში, რადიოსარელეო სადგურების გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული   საჭირო ნებართვების მიღება;

3.   შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.   გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;

5.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარის

        მოვალეობის შემსრულებელი                                                                        გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები