გადაწყვეტილება N 679 “საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹590 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2004
„საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2004 წლის 5 ნოემბრის N590 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიის 2004 წლის 5 ნოემბრის N590 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად შვიდი გადამცემის გამოყენებით, მე-6 სამაუწყებლო ზონაში.
კომისია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დაზუსტებულ უნდა იქნას ანტენის განთავსების ადგილი და შესაბამისად, მიზანშეწონილია კომისიის 2004 წლის 5 ნოემბრის N590 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” კომისიის გადაწყვეტილებით ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ვადა განსაზღვრული იყო 2004 წლის 16 დეკემბრის 17 საათით, გამომდინარე იქედან, რომ ანტენის განთავსების ადგილის დაზუსტებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ლიცენზიის მაძიებელთა მიერ შესაბამისი სამშენებლო ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენაზე, მიზანშეწონილია ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღებისა და კონკურსის ჩატარების თარიღის გადატანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2004 წლის 5 ნოემბრის N590 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველ პუნქტის „ა” „დ” „ე” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) შვიდი გადამცემის გამოყენებით, მე-6 სამაუწყებლო ზონაში:
|
სამაუწყებლო ზონა |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ |
სატელევიზიო არხი |
სიმძლ. კვტ |
მაუწყებლობის საშ. რად. კმ. |
|
|
1 |
6 |
ნინოწმინდის ანძა |
43E35; 41N16 |
35 |
8 |
0.02 |
5 |
|
2 |
6 |
ახალქალაქის ანძა |
43E25; 41N21 |
60 |
12 |
0.02 |
5 |
|
3 |
6 |
ახალციხის ანძა |
42E57; 41N38 |
50 |
28 |
0.5 |
30 |
|
4 |
6 |
ბორჯომის ანძა |
43E22; 41N49 |
25 |
32 |
0.25 |
20 |
|
5 |
6 |
წალკის ანძა |
44E14; 41N38 |
45 |
29 |
0.25 |
20 |
|
6 |
6 |
ასპინძა |
43E17; 41N33 |
30 |
23 |
0.25 |
15 |
|
7 |
6 |
აბასთუმნის ანძა |
42E52; 41N55 |
30 |
34 |
0.25 |
15 |
დ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2005 წლის 11 მარტი 13:00 საათი;
ე) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოხდეს 2005 წლის 27 იანვრის 17:00 საათამდე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
